вторник, 12 июля 2016 г.

დღე 9.რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ იმით, რომ პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურები სრულვყავით. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ Drive_ზე პორტფოლიოში გვონდა თუ არა ყველა დოკუმენტი შესაბამის ფაილში განთავსებული.ბუკლეტის ჩეკლისტი, ბუკლეტი, პედაგოგის პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შეფასებები, ფასილიტაციის მასალები, თემატური გეგმა. ვისწავლეთ ჩვენ ბლოგზე როგორ უნდა ჩამოვტვირთოთ Youtube-დან ვიდეო და აგრეთვე ვიდეო როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ Youtube-ზე. განვიხილით აგრეთვე გაზეთის შაბლონი. ბოლოს მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. ვთვლი რომ ძალიან საჭირო და საინტერესო ტრენინგი იყო, რადგან პროექტი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. მადლობა ჩვენ ტრენერს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის, ვფიქრობ მიღებული ცოდნა გამომადგება მოსწავლეზე ორიენტირებული სასაწავლო პროცესის წარმართვაში.

понедельник, 4 июля 2016 г.

დღე 8. რეფლექსია

          მერვე დღე აგრეთვე დავალების შემოწმებით დავიწყეთ. განვიხილეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.
          ვისწავლეთ  დოკუმენტის ატვირთვა დრაივზე სხვადასხვა გზით. პორტფოლიოში  შევიტანეთ დამთავრებული დოკუმენტები და შესაბამის საქაღალდეში განვათავსეთ. ვისწავლეთ ბლოგზე  პორტფოლიოს დადება და გაზიარება, იმისათვის რომ სხვებსაც შეეძლოთ მისი ნახვა. გავიმეორეთ ბლოგზე გვერდი როგორ უნდა დავამატოთ. შევქმენით ახალი გვერდი გალერეა. ეს გვერდი გამოგვადგება იმისთვის, რომ მასში განვათავსოთ სურათები ჩვენი პროექტისთვის.
          შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ მეშვიდე მოდულზე, რომელიც შეეხება ფასილიტაციის ტექნოლოგიებს. მოდულში მოცემულია ინფორმცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  ყველაზე ეფექტურად, სწავლების  პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა  სწავლის  შეფასების მიზნით.
          ტრენინგის დასასრულს მივიღეთ დავალება ტრენერისგან. შევავსოთ პროექტის გეგმაში:1.დიფერენცირებული სწავლება; 2.სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები.პროექტის გეგმას კიდევ ერთხელ გადავხედოთ მისი სრულყოფის მიზნით შევიტანოთ ცვლილებები მასში და მოვემზადოთ ტრენინგის ბოლო დღისთვის სადაც წარვდგებით ჩვენი პროექტის პრეზენტაციით.