вторник, 12 июля 2016 г.

დღე 9.რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ იმით, რომ პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურები სრულვყავით. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ Drive_ზე პორტფოლიოში გვონდა თუ არა ყველა დოკუმენტი შესაბამის ფაილში განთავსებული.ბუკლეტის ჩეკლისტი, ბუკლეტი, პედაგოგის პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შეფასებები, ფასილიტაციის მასალები, თემატური გეგმა. ვისწავლეთ ჩვენ ბლოგზე როგორ უნდა ჩამოვტვირთოთ Youtube-დან ვიდეო და აგრეთვე ვიდეო როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ Youtube-ზე. განვიხილით აგრეთვე გაზეთის შაბლონი. ბოლოს მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. ვთვლი რომ ძალიან საჭირო და საინტერესო ტრენინგი იყო, რადგან პროექტი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. მადლობა ჩვენ ტრენერს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის, ვფიქრობ მიღებული ცოდნა გამომადგება მოსწავლეზე ორიენტირებული სასაწავლო პროცესის წარმართვაში.

понедельник, 4 июля 2016 г.

დღე 8. რეფლექსია

          მერვე დღე აგრეთვე დავალების შემოწმებით დავიწყეთ. განვიხილეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.
          ვისწავლეთ  დოკუმენტის ატვირთვა დრაივზე სხვადასხვა გზით. პორტფოლიოში  შევიტანეთ დამთავრებული დოკუმენტები და შესაბამის საქაღალდეში განვათავსეთ. ვისწავლეთ ბლოგზე  პორტფოლიოს დადება და გაზიარება, იმისათვის რომ სხვებსაც შეეძლოთ მისი ნახვა. გავიმეორეთ ბლოგზე გვერდი როგორ უნდა დავამატოთ. შევქმენით ახალი გვერდი გალერეა. ეს გვერდი გამოგვადგება იმისთვის, რომ მასში განვათავსოთ სურათები ჩვენი პროექტისთვის.
          შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ მეშვიდე მოდულზე, რომელიც შეეხება ფასილიტაციის ტექნოლოგიებს. მოდულში მოცემულია ინფორმცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  ყველაზე ეფექტურად, სწავლების  პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა  სწავლის  შეფასების მიზნით.
          ტრენინგის დასასრულს მივიღეთ დავალება ტრენერისგან. შევავსოთ პროექტის გეგმაში:1.დიფერენცირებული სწავლება; 2.სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები.პროექტის გეგმას კიდევ ერთხელ გადავხედოთ მისი სრულყოფის მიზნით შევიტანოთ ცვლილებები მასში და მოვემზადოთ ტრენინგის ბოლო დღისთვის სადაც წარვდგებით ჩვენი პროექტის პრეზენტაციით.

вторник, 28 июня 2016 г.

დღე 7.რეფლექსია

       განვიხილეთ საშინაო დავალება-მოსწავლის პრეზენტაცია და ჩექლისტი. ტრენერმა  მომცა შენიშვნა მოსწავლის პრეზენტაციასთან დაკავშირებით. კერძოდ ის რომ შეიძლებოდა მოსწავლის პრეზენტაცია უფრო მეტი ინფორმაციის შემცველი ყოფილიყო. მოცემული შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ.
       ვისაუბრეთ გუგლ დრაივში როგორ შევქმნათ ონლაინ ტესტი.კითხვები შეიძლება იყოს როგორც ღია ასევე დახურული. ამასთანავე თითოეულ დასმულ კითხვას უნდა დაურთათ  შესაბამისი ინსტრუქცია.შევადგინეთ საცდელი ტესტი, რომელიც ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გადავუგზავნეთ, ხოლო მათგან მივიღეთ აღნიშნული ტესტი შევსებული.
       შევადგინეთ ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე ონლაინ ტესტი, იმისათვის რომ დავადგინოთ რა წინარე ცოდნა აქვს მოსწავლეს.
        მასწავლებლის ბლოგზე, რესურსებიდან შეფასებებში გავხსენით და ჩამოვტვირთეთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. დავალებად მივიღეთ აღნიშნულ დოკუმენტში უნდა შევცვალოთ კრიტერიუმები ჩვენი პროექტის შესაბამისად.

понедельник, 27 июня 2016 г.

დღე 6.რეფლექსია

       დღე დავიწყეთ ერთ-ერთი კოლეგის მიერ შესრულებული პრეზენტაციის განხილვით. შემდეგ ბლოგებზე დავუტოვეთ კომენტარები ერთმანეთს.
        გიორგის ბლოგზე  რესურსებში გავეცანით მოსწავლის ნაშრომს-პრეზენტაიას და მის ჩექლისტს. მისი გამოყენებით უნდა შევქმნათ ჩვენი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში თავისი შესაბამისი ჩექლისტით.
        ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ  და შევინახოთ  დოკუმენტაცია google drive-ზე. აუცილებლად უნდა წავიკითხოთ მოდული 5 მოსწავლეთა პროექტების შეფასება.

вторник, 21 июня 2016 г.

დღე 5. რეფლექსია

     განვიხილეთ სასწავლო პროექტში შესასრულებელი დავალება თუ როგორ გვქონდა შესრულებული. შეფასების დროის ჩარჩო, შეფასების მოკლე მონახაზი, წინარე ცოდნა, სასწავლო პროცედურებამდე.
     ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა ბლოგში.
     ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ საპრეზენტაციო დოკუმენტი. სლაიდები უნდა იყოს ერთნაირი დიზაინის, ტექსტის ზომა არ უნდა იყოს 18-ზე ნაკლები. სლაიდის სათაურის ზომა არ უნდას იყოს 24-ზე ნაკლები, სათაური სასურველია იყოს გამუქებული. პრეზენტაციისას სასურველია სლაიდები იყოს ეფექტების გარეშე, რომ არ მოხდეს მსმენელის გონების გაფანტვა.
ვისაუბრეთ  აგრეთვე  საავტორო  უფლებებზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე. დღევანდელი მეცადინეობაც იყო შრომატევადი, მაგრამ ძალიან საინტერესო.

суббота, 18 июня 2016 г.

დღე 4. რეფლექსია

            დღეს ვიმუშავეთ ბროშურის  შექმნაზე. ვისწავლეთ თუ როგორ  უნდა    უნდა გადმოვითანოთ ფოტო  ბროშურაში.
             განვიხილეთ  აგრეთვე  პროექტის  შეფასების  5 სტატეგია:
     1.მოსწავლეთა  წინარე  ცოდნისა  და საჭიროებების შეფასების  სტრატედიები.
     2.წახალისების,  თვითრეგულირებდი სწავლის  და თანამშრომლობის  უნარის         შესაფასებელი  სტრატეგიები.
     3.პროგრესის  მონიტორინდის  სტრატეგია.
     4.სტრატეგიები  გაგების  შემოწმებისა  მეტაშემეცნების  წახალისებისთვის.
     5.გაგებისა  და  უნარების  დემონსტრირების  სტრატეგიები.
 აგრეთვე  განვიხილეთ  ჩვენი  პროექტისთვის  პროექტის  ყველა  ეტაპზე  საჭირო გამოსაყენებელი შეფასების  მეთოდები და ინსტრუმენტები.