вторник, 28 июня 2016 г.

დღე 7.რეფლექსია

       განვიხილეთ საშინაო დავალება-მოსწავლის პრეზენტაცია და ჩექლისტი. ტრენერმა  მომცა შენიშვნა მოსწავლის პრეზენტაციასთან დაკავშირებით. კერძოდ ის რომ შეიძლებოდა მოსწავლის პრეზენტაცია უფრო მეტი ინფორმაციის შემცველი ყოფილიყო. მოცემული შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ.
       ვისაუბრეთ გუგლ დრაივში როგორ შევქმნათ ონლაინ ტესტი.კითხვები შეიძლება იყოს როგორც ღია ასევე დახურული. ამასთანავე თითოეულ დასმულ კითხვას უნდა დაურთათ  შესაბამისი ინსტრუქცია.შევადგინეთ საცდელი ტესტი, რომელიც ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გადავუგზავნეთ, ხოლო მათგან მივიღეთ აღნიშნული ტესტი შევსებული.
       შევადგინეთ ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე ონლაინ ტესტი, იმისათვის რომ დავადგინოთ რა წინარე ცოდნა აქვს მოსწავლეს.
        მასწავლებლის ბლოგზე, რესურსებიდან შეფასებებში გავხსენით და ჩამოვტვირთეთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. დავალებად მივიღეთ აღნიშნულ დოკუმენტში უნდა შევცვალოთ კრიტერიუმები ჩვენი პროექტის შესაბამისად.

Комментариев нет:

Отправить комментарий