четверг, 16 июня 2016 г.

დღე 3.რელექსია

  დღეს განვიხილეთ გამოცემის მომზადების ჩეკლისტი.  წავიკითხეთ, მნიშვნელოვანი  იდეების  გამომხატველი  სიტყვები ზოგადი  კითხვების დასაწერად.  აგრეთვე წავიკითხეთ  რჩევები  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების შემუშავებისთვის და მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვბის  მაგალიები. მათი  გამოყენებით  შევმენით ზოგადი, თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები  ჩემი  პროექტისთვის.  ზოგადი  კითხვაა-როგორ  გესმის  არჩევანის  თავისუფლება?
თემატური კითხვებია:1.ჩართული  უნდა  იყოს  თუ  არა  საზოგადოება რთულ  პოლითიკურ  საკითხებზე  არჩევანს?  2.რა  გავლენას  ახდენს  არჩევნების  ისტორია  არჩევნების  დღევანდელ  ღირებულებებზე.
შინაარსობრივი  კითხვებია:1. რა  არის  საარჩევნო  პროგრამა  და  როგორ  იყენებენ  მას  კანდიდატები  ამომრჩევლებთან  დაკავშირებით? 2.როდის  და  რომელ  ქვეყანაში  ჩატარდა  პირველად  არჩევნები?  3.ჩამოთვალეთ  არჩევნებზე  მონაწილეობის  წესები.  4.რა  პრობლემები  იჩენს  თავს  არჩევნების  მიმდინარეობის  პროცესში?
  ტრენინგის  მესამე  დღემ  ნაყოფიერად  ჩაიარა.
     

Комментариев нет:

Отправить комментарий